სოფელ ბაბაქიშილერში საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ორი კაცის სიკვდილით დასრულებული საგზაო შემთხვევის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბაქიშილერის (ფოცხვერიანი) მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ცენტრალურ გზებზე “მწოლიარე პოლიციელის” მოწყობა მოითხოვეს. მაცხოვრებლებმა 24News.ge-ს განაცხადეს, რომ ავარიები ხშირია.

„მოასფალტების დღიდანვე ცუდ ამბებშ ვართ. გზას სიგანე არ აქვს. ფაქტია რომ დავზარალდით. ორი არაჩვეულებრივი ადამიანი დაიღუპა. რატომ? სწრაფად სიარულის გამო. მოთხოვნა ისა გვაქვს რომ სოფლის შემოსასვლელში და გასასვლელში ვიდეო კამერები დაამონტაჟნ. ტრამპლინი მოაწყონ. ერთი საგზაო ნიშანიც არა. იმ ადგილზე რამდენი მანქანა გადავარდა იცით?!. გზა ვინც არ იცის, ავარიას აკეთებს. ერთხელ ორი ქალი მოკვდა“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

გაითვალისწინებენ თუ არა მოსახლეობის მოთხოვნას, ამ კითხვით მერის წარმომადგენელს სოფელ ბაბაქიშელერში, ელიმხან ჰაჯიევს დავუკავშირდით. რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს , რომ საკითხთან დაკავშირებით ბოლნისის მერს ინფორმაცია აქვს. ადგილობრივებმა მერიას წერილით უნდა მიმართონ.

„ჯერ წერილი არ დაუწერიათ. სიტყვიერად მერს უთხრეს. მერი სამძიმარზეც იყო მისული. მაშინ მოსახლეობამ ტრამპლინის მოწყობაზე მერს უთხრეს. მას უთქვამს რომ შეიძლებაო. მოსახლეობა 10 ადამიანით მოვიდეს მერიაში. კოლექტიური წერილი შეიტანონ მერის სახელზე“.

24News.ge-ს ინფორმაციით, 9 თებერვალს სოფელ ბაბაქიშილერში მაღალი სიჩქარით მოძრავი ტოიოტა პრიუისის მარკია ავტომობილი 65 წლის მაცხოვრებელის მეთლებ ნოვრუზოვის ავტომობილს შეეჯახა. შედეგად მძღოლი და მისი მეუღლე დაიღუპა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები