მარნეულის 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციის ტენდერს 84 886 ლარი დაამატეს და მესამედ გამოაცხადეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციისათვის ტენდერი მესამედ, გაზრდილი თანხით გამოაცხადა.

მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სარწყავი არხების რეაბილიტაციას 387 655 ლარად გეგმავდა, თუმცა ახალ ტენდერში თანხა 84 886 ლარით გაზარდეს.

472 541 ლარით იგეგმება სოფელ წერეთელში (სკოლის მიმდებარედ), ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას, ლერმონტოვის, იაღლუჯის, თბილისის, ლაღიძის და 20 იანვრის ქუჩებზე არსებული სარწყავი არხების რეაბილიტაცია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სარწყავი არხების რეაბილიტაციისათვის პირველი ტენდერი 26 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია რის გამოც ის არ შემდგარად გამოცხადდა. მარნეულის მერიამ მეორე ტენდერი, უცვლელი ფასით, 5 დეკემბერს გამოაცხადა, მესამე ტენდერი კი 15 თებერვალს გამოცხადდა.

მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 6-11 მარტის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდარული დღის ვადაში შეასრულოს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები