მოქალაქე რომელიც ტიკ ტოკზე ნაგვით დაბინძურებულ მარნეულის ქუჩებს იღებს-მერია რეაგირებს?
გზა, წყალი, კანალიზაცია, ნარჩენები - ეს ის პრობლემებია რომელიც მარნეულის მოსახლეობას აწუხებს. ადამიანები ქალაქში არსებულ პრობლემებს იღებენ და თავიანთ სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ფიქრობრნ, რომ ასე მსგავსი ვიდეოების გავრცელებით ხმას შესაბამის ორგანოებს მიაწვდიან.

პრობლემების ამსახველ ვიდეობს აქტურად იღებს მარნეულელი ჰუსეინ აბილოვიც.

„ჩვენ მარნეულის ტერიოტირაზე ბევრნი ვართ და ამიტომ სულ მინდა ჩვენი მარნეული ყველაზე ცნობილი რაიონი გახდეს. ჩვენ დღეს ცუდ დღეში ვართ. იმიტომ რომ ჩვენი მერი არ არის განათლებული. მიდით ბოლნისში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ნახეთ რა ლამაზია. მე პატარა ბავშვი მყავს. ეტლით ვერსად ვერ გავდივარ. სულ ხელში უნდა ვატარო ეს ეტლი. ამიტომ დავიწყე ამ პრობლემების გადაღება. ისე ვიღებდი ვიდეოებს და ვავრცელებდი. მერე ვნახე რომ ხალხს მოსწონს. ვინმემ დაინახოს მეთქი მაინცს ხელისუფელბაში და მოაგვარონ. აქ მიზანი არ მოქნია სახელმწიფოს ან ვინმეს შეურაცხყოფა. მე ყაზახეთში ვცხოვრობ. ასეთი გადაღება რომ მექნება ეგრევე მოდიან და ასუფთავებენ. ხედავენ რომ ადამიანებს ამაზე ინფორმაცია აქვს. მაგრამ ამ დონეზე შეცდომები არ შეიძლება. ბაზრის წინა ტერიტორია ცუდ დღეშია. გზები ცუდ დღეშია. არხი ეპიდემიაა პირდაპირ. სისუფთავეა საჭირო. ეს უნდა დაიცვან. ვამბობთ რომ ჩვენი ხალხი არ იცავს სისუფთავესო. კარგი, გასაგებია. შენ დადე ნაგვის ურნა რომ ადამიანებმა ნაგავი ჩაყარონ. თუ არ ჩაყარეს დააჯარიმე. მაშინ ნახე ვინმე თუ გააგდებს ნაგავს სადმე, ყველა დაიცავს სისუფთავეს. შენ არაფერს არ ქმნი და ხალხმა როგორ უნდა დაიცვას სისუფთავე. მაგალითად მე ხელში ბოთლი მიჭირავს. სახლში ხომ არ წავიღებ ამას? 20 პროცენტი ადამიანი შეიძლება არ დაიცვას და 80 სად წავიდა. აქ სომხები, ქართველები, აზერბაიჯანლები, რუსები, უკრაინელები, გერმანელები, ბერძნებიც ცხოვრობენ. ყველა ერი ცხოვრობს. როგორ მოხდა რომ მხოლოდ ჩვენ აზერბაიჯანლები არ ვიცავთ სისუფთავეს? იმიტომ რომ ჩვენი საჯარო მოხელეები არ მუშაობენ. მარნეულის დეპუტატი მამედოვი ტარიელია. ჩემი კლასელია, ფირიევი ანარი. სადმე თუ გინახავს ფირიევი ანარი რომელიმე ქუჩაზე მივიდეს? რომელიმე საქმით დაინტერესებულა? ვინმეზე ეზრუნა? მე საქართველოს წარმოვადგენ სხვა ქვეყანაში. მე სახლში ვერ ვიღებ სტუმრებს, ერთჯერ ვინც მოვიდა მეორედ აღარ მოდის. ოჯახის გამო კი არა, უბანის გამო არ მოდიან. ყველა მეუბნება მოდი თბილისში შევხდეთო. რატომ? რატომ უნდა შევხდე ვინმეს თბილისში".

ჰუსეინ აბილოვი მარნეულის მერისგან ითხოვს რომ გავიდეს, ხალხს შეხვდეს და მათი პრობლემები მოისმინოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები