საკრებულოს შენობის ასაშენებლად ტენდერი მესამედ გამოცხადდა
საკრებულოს ახალი შენობის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი მეორედ ჩაიშლა. პირველ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, ხოლო მეორე ტენდერში ერადერთი მსურველი  შპს "მშენ-სერვისი" იყო, რომელსაც დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭეს. მესამე ტენდერი მარნეულის მერიამ 29 თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 8-11 მარტის პერიოდში შეეძლებათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს ახალი შენობის საჭიროებაზე განცხადება მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას 2023 წლის 22 მარტს გააკეთა.

„ტენდერი იმიტომ გამოცხადდა რომ ვეღარ ვეტევით ოთახებში. თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ორი კაცის მაგივრად ხუთი და ექვსი ზიან კაბინეტებში და ადგილი აღარაა. თან, ახლა იქ შენობაში ვინც ზიან შპს-ები ისინი გადადიან ახალ შენობაში, რომელიც შენდება და იქ გადავლიან ყველა შპს და ააიპე-ები. სადაც ეხლა იმყოფებიან ეს შენობა არის ავარიული. ამის დემონტაჟი უნდა მოხდეს და გადავწყვიტეთ, რომ მის ადგილზე ავაშენოთ საკრებულოს შენობა. ეს ალბათ მოხდება ერთი წლის შემდეგ“.
- განაცხადა ამირან გიორგაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკრებულოს შენობის აშენებისათვის ახალი ტენდერი 22 იანვარს გამოაცხადა. მერია საკრებულოს შენობის აშენებას კვლავ უცვლელი თანხით, 2 156 344 ლარად გეგმავს. შენობის აშნების თანხა ადგილობრივი ბიუჯეტით, 2024 წელს 50%-ით ხოლო, 2025 წელს ასევე 50%-ით დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ საკრებულოს შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმეტის შემუშავებაში 72 000 ლარი დახარჯა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები