მარნეულში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
4 მარტს, მარნეულში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა. ღონისძიება "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" ერთ-ერთ რეგიონული პროექტის შეჯამებასთან დაკავშირებით გაიმართა.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა თავიანთ თემში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ და ადვოკატირების კამპანიები ჩაეტარებინათ.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგანაც დავასრულეთ ჩვენი ერთ-ერთი შესანიშნავი პროექტი. პროექტი, რა თქმა უნდა ახალი აზროვნების ინსტიტუტის სხვა პროექტების მსგავსად, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მომავლის ზრუნვისაკენ იყო მიმართული. ეს გახლდათ რეგიონული პროექტი, რომელსაც აფინანსებდა ნიდერლანდების საელჩო და პარტნიორი ორგანიზაცია გვყავდა კავკასიური სახლი. “ - ამბობს ახალი აზროვნების ერთ-ერთი დამფუძნებელი არიზ დაშდამიროვი

ახალგაზრდულ ფორუმს ესწრებოდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მელინე არაკელიანი. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროექტი მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურებოდა. ერთ-ერთი კი ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება იყო.

დავესწარი პირველ ახალგაზრდულ ფორუმს მარნეულში. პროექტი შეეხებოდა სამოქალაქო ჩართულობას ახალგაზრდებისათვის. ეს არის პროექტი რომელიც ასწავლის ახალგაზრდებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რათა ისინი გახდნენ აქტიური მოქალაქეები. უნარები, როგორიცაა თუ როგორ დაწერონ საპროექტო წინადადება, როგორ იურთიერთონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, დააიდენტიფიცირონ საკითხები, რაც საზოგადოებაშია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივებია და ბედნიერი ვარ რომ ნიდერლანდების საელჩოს შეეძლო მხარი დაეჭირა. „ - თქვა მელინე არაკელიანმა

ახალი აზროვნების ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორი იყო გარდაბანში ნუბარ ბაირამოვა. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნავს, პროექტში გარდაბანში 15 ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებმაც სხვადასხვა ინიციატივები განახორციელეს.

„ძალიან აუცილებელი იყო ამ პროექტის ჩატარება, რადგანაც ახალგაზრდებმა ისწავლეს როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი იდეები, როგორ უნდა დაწერონ განცხადებები, როგორ უნდა შექმნან პეტიციები და ა.შ. თავდაპირველად მათ იფიქრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე და გამომწვევ მიზეზებზე და რა თქმა უნდა, იფიქრეს მოგვარების გზებზე.“ - ამბობს ნუბარ ბაირამოვა

ახალგაზრდული ფორუმის დასასრულს პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს. "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" განმარტებით, ისინი გააგრძელებენ მსგავსი პროექტების განხორციელებას და ეცდებიან მასში უფრო მეტი ადამიანი ჩართოს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები