გენდერული საბჭო მარნეულში ძაღლებისთვის 130 საცხოვრებელს განათავსებს
5 მარტს მარნეულის საკრებულოს სხდომაზე მიუსაფარი ძაღლების საკითხი განიხილეს. სხდომის დასრულებისას სიტყვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ რამალ ახმედოვმა ითხოვა და საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვა კითხვა, თუ რას გეგმავს მუნიციპალიტეტი მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად.

საკრებულოს თავმჯდოარემ, ამირან გიორგაძემ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი ამ საკითხზე მუშაობს.

„თქვენ იცით, რომ საკრებულოში არსებობს გენდერული საბჭო და ქალბატონმა იამ, როგორც გენდერული საბჭოს მდივანმა შეიმუშავა გეგმა და შეკვეთილია უკვე 130 საცხოვრებელი ძაღლებისთვის, თავშესაფარი. ისეთ ადგილებზე განთავსდება, რომ ძაღლებს ჰქონდეთ თავშესაფარი და საკვები. ამ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ გამოკვებონ ეს ძაღლები. მთლიანობაში, სამხარეო მუშაობს რომ ქვემო ქართლის მხარეში გაკეთდეს ერთ-ერთი დიდი თავშესაფარი, რომელიც მოემსახურება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს. ეს საკითხი ყველას გვაწუხებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი მოგვარდება“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

5 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 8 საკითხი იყო გამოტანილი. საკრებულოს წევრებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები