მარნეულის საკრებულომ 2024 წლის საჯარო მოხელის სასწავლო გეგმა დაამტკიცა
5 მარტს გამართულ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პროფესიულ საჯარო მოხელეთა უწყვეტი სწავლების გეგმა დამტკიცდა. სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა, მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ განაცხადა, რომ საკრებულოს მიერ გეგმის დამტკიცების შემდგომ მუნიციპალიტეტი კონკრეტული მიმართულებისთვის შესყიდვას განახორციელებს.

„როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია იზრუნოს დასაქმებული მოხელის განვითარებისათვის. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს წარმოვუდგენთ 2024 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ჩამოთვლილი გვაქვს გარკვეული საკითხები. ეს არის ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების მიმართულებით, აუდიტის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა და სხვადასხვა საკითხები. იმ შემთხვევაში თუ მოხდება საკრებულოს მიერ აღნიშნული სასწავლო გეგმის დამტკიცება, შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდება კონკრეტული მიმართულების შესყიდვა და თანამშრომლების გადამზადება აღნიშნულ საკითხზე“. - განაცხადა მამუკა შუბითიძემ

5 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 8 საკითხი იყო გამოტანილი. საკრებულოს წევრებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები