მარნეულში მომხდარი ავარიის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
6 მარტს მარნეულშ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავებას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

6 მარტს, ქალაქ მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საჯარო ტრანსპორტის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა, დაახლოებით 10:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე, პოლიციის შენობის წინ მოხდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდნენ N1 მარშუტკის მგზავრებიც. რადიო „მარნეულს“ მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკაში განუცხადეს, რომ მათთან სასწრაფომ ორი პაციენტი გადაიყვანა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები