მარნეულის ერთ სკოლაში დირექტორიბის 17 მსურველი დარეგისტრირდა
დირექტორების კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა. განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის მასშტაბით, დირექტორის თანამდებობა 66 საჯარო სკოლაშია ვაკანტური.

კანდიდატების ყველაზე დიდი რაოდენობა ქალაქ მარნეულის N8 სკოლაში დარეგისტრირდა. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დირექტორობის 17 მსურველია. 11 კანდიდატია დარეგისტრირებული სოფელ არაფლოს საჯარო სკოლაში, 10 დირექტორობის მსურველი ჰყავს ლეჟბადინის საჯარო სკოლას. ამდენივე დარეგისტრირდა ქეშალოს საჯარო სკოლასა და ქუთლიარის სკოლაში. 9 კანდიდატი ჰყავს საბირკენდის №1 საჯარო სკოლას.

ჩამონათვალში ასევეა უკონკურენტო სკოლები. თითო დირექტორობის მსურველი დარეგისტრირდა სოფელ ხულდარას საჯარო სკოლასა და ოფრეთის საჯარო სკოლაში.

გთავაზობთ მარნეულის სკოლების სრულ ჩამონათვალს და კანდიდატთა რაოდენობას.




მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლაა. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლას 8 დირექტორი მართავს. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს კი ამ ეტაპზე მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.

სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ დირექტორების გამოცდები შევლილი წესით ტარდება, რომლის მიხედვითაც დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები