" ქალთა უფლებები ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება" - მარნეულის კულტურის ცენტრი
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მისალოც პოსტს ავრცელებს. გამოქვეყნებულ მასალაში მნიშვნელოვანი აქცენტებია დასმული ქალთა უფლებების და გამოწვევების კუთხით.

“დღეს, 2024 წლის 8 მარტს, ქალთა უფლებები ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ქალები და გოგონები განიცდიან ისეთი ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება, იძულებითი აბორტი. ქალთა საერთაშორისო დღე არის შეხსენება ყველა ჩვენგანისთვის, გავაცნობიეროთ ქალების პოტენციალი და შევქმნათ გარემო სადაც ყველა ქალი და გოგონა თავს დაცულად და გაძლიერებულად იგრძნობს.
ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, გისურვეთ სიმტკიცეს არსებული დაბრკოლებების გადასალახად!”
- წერს მარნეულის კულტურის ცენტრი.

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები