მარნეულში მაღალაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. მაღალაშვილის ხიდზე გადაადგილება ერთი მიმართულებით დღეს, 29 მარტს, შეიზღუდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ბექა აბდელანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ტემპერატურული ნაკერების შევსება მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ხიდის ჩაკეტილი სავალი ნაწილი სამუშაოების დასრულებისთანავე გაიხსნება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები