უცნობია როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ საიმერლოში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ელექტროენერგიის მიწოდება პირველ აპრილს, ღამის 12 საათიდან, შეიზღუდა. რადიო „მარნეულს“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ავარიული გათიშვის გამო შეფერხდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განმარტებით, შუქი ფიდერზე შექმნილი ავარიული სიტუაციის გამო გაითიშა.

ადგილზე უკვე მობილიზეულია სამუშაო ჯგუფი. კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ ელექტროენერგიის აღდგენის ზუსტ დროს და აცხადებენ, რომ სოფელში ელექტროენერგია სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები