"ლელომ" მარნეულში იფტარის სუფრას უმასპინძლა (ფოტო)
პირველ აპრილს პარტია „ლელომ“ მარნეულში იფთარის სუფრას უმასპინძლა. იფტარის სუფრის ორგანიზატორი ქვემო ქართლში პარტია „ლელოს“ ხელმძღვანელი აგილ მუსტაფაევია.

ღონისძიებას პარტია „ლელოს“ ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის მდივანი ირაკლი კუპრაძეც ესწრებოდნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა იმამ ალის მეჩეთის ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევი და მოწვეული სტუმრები. სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ რამაზან ბაირამი საქართველოში ერთ-ერთი აღსანიშნავი დღესასწაული უნდა იყოს.

„მინდა ჩემ აზერბაიჯანელ ძმებს და დებს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. მინდა ვუსურვო კეთილდღეობა ოჯახებში და ჩვენი ქვეყნის ერთობლივი განვითარება და განმტკიცება. ჩვენ ისტორიულად ერთ მიწაზე ვცხოვრობთ, ერთ საქმეს ვემსახურებით, ერთ სამშობლოს ვემსახურებით და მინდა რომ ეს მხარე, მთლიანად საქართველო და ეს დღესასწაულები იყოს საერთო დღესასწაული ყველასათვის, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვაშენებთ ქართულ სახელმწიფოს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მეგობრობისთვის, ძმობისთვის და კიდევ ერთხელ მივულოცო თქვენი ოჯახის თითოეულ წევრს. დღეგრძელობა, სიხარული და ბედნიერება მინდა გისურვოთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

პარტიის ქვემო ქართლის რეგიონულმა ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმა ასევე მიმართა ღონისძიების დამსწრეებს და აღნიშნა, რომ იფტარის სუფრას პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს.

„პირველ რიგში ყველა მუსლიმს მინდა მივულოცო რამადანის დღესასწაული. რამაზანის ბოლო დღეებია. მინდა ღმერთს ვთხოვო ჩვენი ქვეყნის, რეგიონის, სახელმწიფოსთვის მშვიდობა. დღეს როგორც პარტია ლელომ იფტარის სუფრა დავაორგანიზეთ. შევეცადეთ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მუსლიმებმაც შეძლონ ჩვენთან ამ დღის აღნიშვნა. აქ ჩვენ არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გვაქვს. უბრალოდ ჩვენი ინიციატივით, ასევე ლელოს ხელმძღვანელობის სურვილით გვინდოდა ეს მნიშვნელოვანი წუთები, იფტარის დრო ერთად გაგვატარებინა, მუსლიმ ძმებთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო თქვენი მეშვეობით ყველას. ღმერთმა მიიღოს თქვენი ლოცვები და მარხვა. მადლობას ვუხდი ყველას ვინც ჩვენი მოწვევა მიიღო და მოვიდა. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი პარტიის მიერ“, - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

აღსანიშნავია, რომ იფთარის ღონისძიებაზე ლელოს ხელმძღვანელობამ დამსწრე სტუმრებს აცნობა, რომ აგილ მუსტაფაევი პარტიის ქვემო ქართლის რეგიონულ ხელმძღვანელად დაინიშნა. 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები