6 ცალი ალუჩა 15 ლარი - რა ღირს პროდუქტები მარნეულის ბაზარში
მარნეულის ბაზარში 6 ცალი ალუჩა 15 ლარი ღირს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე ძვირიანი ხილი, რაც რადიო "მარნეულმა" დღეს, 3 აპრილს აგრარულ ბაზარში ვნახეთ. მყიდველები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ფასებმა გარკვეულ პროდუქტებზე საგრძნობლად მოიმატა. მათ შორისაა ნიორი, რომლის შეძენასაც 13 ლარად შეძლებთ.

"გასულ კვირებში ნიორი 8 ლარი ღირდა ახლა 5 ლარით არის გაძვირებული. პროდუქტები ზოგადად ძვირია, თუმცა მარნეულის ბაზარში ყიდვა გარკვეულ შეღავათს გვაძლევს" - ამბობს ერთი მყიდველი.

გთავაზობთ 3 აპრილის მდგომარეობით არსებულ ფასებს მარნეულის ბაზარში.

  • 1 კგ ვაშლი 2-4 ლარი
  • 1 კგ პომიდორი 4.5 ლარი
  • 1 კგ კიტრი 4 ლარი
  • 1 კგ ნიორი 13 ლარი
  • 1 კგ მსხალი 7 ლარი
  • 6 ცალი ალუჩა 15 ლარი
  • 1 კგ ფორთოხალი 4 ლარი
  • 1 კგ ბანანი 4.5 - 5 ლარი
  • 1 კგ ყურძენი - 7, 8 ლარი
  • 1 კგ მანდარინი 2,5 ლარი
  • 1 კგ მარწყვი 10 ლარი
  • 1 ცალი ანანასი 13 ლარი
  • 1 კგ კომში 5 ლარი
  • 1 ცალი ავოკადო 5 ლარი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები