გარდაბნელმა სპორტსმენებმა ტაილანდში გამართულ პროფესიონალურ შეჯიბში გაიმარჯვეს
გარდაბნელმა სპორტსმენებმა ტაილანდის ქალაქ ფხუკეთში ჩატარებულ პროფესიონალურ ბრძოლაში წარმატებით იასპარეზეს. რადიო "მარნეულთან" საუბრისას „ყარაჯალარის“ სპორტული კლუბის ხელმძღვანელი ისფაჰან ალიევი აცხადებს, რომ ქენან ბაირამოვმა და ემილ ხალილოვმა „მუაიტაის“ შეჯიბრში მოწინააღმდეგეები დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს.

„ქენან ბაირამოვმა 7 აპრილს, ემილ ხალილოვმა კი 9 აპრილს ჩატარებულ შეჯიბრზე გაიმარჯვა. ემილ ხალილოვმა დაცვის ბრძოლაში ხუთ რაუნდიან შეჯიბრზე გაიმარჯვა და ქამარი მიიღო. ქენან ბაირამოვი კი ჩემპიონი გახდა და თასი მიიღო. ორივე სპორტსმენი ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდა ტაილანდში“.

აღსანიშნავია, რომ ემილ ხალილოვი და ქენან ბაირამოვი გარდაბანში მოქმედი კლუბის "ყარაჯალარის" სპორტსმენები არიან. მათი მწვრთნელი კი ისფაჰან ალიევია.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ახალი ამბები