გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა, სამოქალაქო აქტივიზმი - CENN-ის სასკოლო კამპანია მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში
გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა, სამოქალაქო აქტივიზმი - ამ საკითხებზე ინფორმაცია მარნეულის სხვადასხვა სკოლის ასზე მეტ მოსწავლეს მარნეულის გოგონათა გაძლიერების კლუბის წევრებმა მიაწოდეს. ინფორმაციული სასკოლო კამპანია ქალაქ მარნეულის მეექვსე სკოლაში, კაჩაგანსა და დიდი მუღანლოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა.

სასკოლო კამპანია გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. 


"ჩვენ 2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში შევქმენით ,,მარნეულის გოგონათა გაძლიერების კლუბი’’ და ამ წლების განმავლობაში გოგონებს გადავცემდით ინფორმაციას და ცოდნას. წელს გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა სასკოლო კამპანია, რომელსაც გაუძღებოდნენ გოგონების კლუბის წევრები. სასკოლო კამპანია გულისხმობდა სამ შეხვედრას, სამ სხვადასხვა არეალში, სკოლაში. რაც შეეხება თემატიკებს, ეს იყო: სამოქლაქო აქტივიზმი, ნარჩენების მართვა, გარემოს დაცვის მნიშვნელობა და ახალგაზრდებს როგორ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ. ზოგადად, მთავარი იდეა და მიზანი ამ საკოლო კამპანიის ის იყო, რომ დავაფიქროთ ახალგაზრდები იმ პრობლემებზე, რაც მათ თემში არსებობს და შევქმნათ სივრცე მსჯელობისთვის, დისკუსიისთვის და იდეების გაცვლისთვის. გავიაზროთ ახლაგარზდებს ერთობლივად რისი გაკეთება შეგვიძლია თემის მდგარდი განვითარებისათვის და მწვავე პრობლემების აღმოფხვრაში ჩვენ რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ, რომელსაც ვაწყდებით ჩვენს სოფლებში, თუ ქალაქებში." - თქვა  სოფლის განვითარების ოფიცერმა, სოფიკო ბაბალაშვილმა.

ცხოველთა უფლებების დაცვის თემატიკას უძღვებოდა ქალაქ მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში გოგონათა გაძლიერების კლუბის წევრი ჯამილა ასკეროვა.

"ჩემი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიუსაფარი ცხოველების პრობლემები იყო. ეს პრობლემა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა  საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში,  მთელ მოსფლიოში. თუმცა, საქართველოში ამისთვის არ ტარდება საინფორმაციო შეხვედრები, დისკუსიები და ამიტომ, ვიფიქრე, რომ ახალგარზდებმა გაიაზრონ, თუ როგორ შეძლებენ ამ პორბლემის გადაჭრას. ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რა არის მთავარი პრობლემა ამ თემის შესახებ და როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადაჭრან" - ამბობს ჯამალა ასკეროვა

სამი წელია, რაც გოგონათა გაძლიერების კლუბის წევრია მარნეულელი გულგუნ გულმამედხანოვა. თვლის, რომ აქტივიზმი პრობლემების მოგვარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. გულგუნის მსგავსად ამავე კლუბის წევრი, ნათია გუსეინოვაც მიიჩნევს, რომ პრობლემების გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი ახალგაზრდებს აქვთ.

"ზოგადად მარნელში ინფორმაციის გავრცელება ცოტა რთულია, განსაკუთრებით ასეთ სოფლებში, როგორიც არის დიდი მუღანლო, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. აქ ჩვენ ვხდებით ჩვენს თანატოლებს და ვესაუბრებით გარემოსდაცვით საკითხებზე, კონკრეტულად კი მდგარდი განვითარების მიზნებზე, მდგარდი სოფლის მეურნეობაზე და ასევე ახლაგაზრდების ჩართულობაზე. ჩვენც ახალაგზრდები ვართ და ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და ჩვენც ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ." - ამბობს ნათია გუსეინოვა.

აღსანიშნავია, რომ CENN შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით მარნეულის მუნიციპალიტეტში 2021 წლიდან ახორცილებეს პროექტს ,,კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE Marneuli’’


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები