მარნეულის მერიამ 2023 წელს მივლინებებსა და სარესტორნო მომსახურებაში 304 348 ლარი დახარჯა
დღეს, 25 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.

საკრებულოს კომისიის სხდომაზე ისაუბრეს ბიუჯეტის შესრულებაზე, თუ რა თანხები დაიხარჯა სოციალური პროგრამებისათვის, ინფრასტრუქტურის განვითარებაში - გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის გაყვანა, გარე განათების მოწყობა და ა.შ - განიხილეს ბიუჯეტის შემოსავლები და გასავლების ნაწილიც.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ანგარიში მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა კობა ჩხიტუნიძემ წარუდგინა და განაცხადა, რომ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში სრულადაა გამოქვეყნებული მარნეულის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2023 წლის განმავლობაში თანამშრომლების მივლინებებში 167 689 ლარი და 17 თეთრი დახარჯა.

მარნეულის მერიამ გასული წლის განმავლობაში 136 658 ლარი და 91 თეთრი დახარჯა წარმომადგენლობით ხარჯებში. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს უწყებების მიერ ორგანიზებულ მიღებებზე, ოფიციალურ სადილებზე, კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხებს. კერძოდ, ქართულ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯი წარმოადგენს პირისმიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულ ხარჯს, რომელიც მოიცავს პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს, სუვენირების შეძენის და სხვა მსგავს დანახარჯებს.

მარნეულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოიწონა.

რადიო „მარნეული“


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები