მარნეულის სასაფლაოებს დაასუფთავებენ
26 აპრილს მარნეულის სასაფლაოებზე დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება. იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდი ინფორმაციას სოციალურ მედიაში ავრცელებს.

ფონდი მარნეულის მაცხოვრებლებს სასაფლაოზე ჩასატარებელ დასუფთავების სამუშაოებში ჩართულობისაკენ მოუწოდებს. გთავაზობთ პოსტს:

„პატივცემულო ქალაქ მარნეულის მაცხოვრებლებო! იმამ ალის სახელობის მეჩეთის ორგანიზებით პარასკევს, 15:00 საათზე, სასაფლაოზე დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება. გიწვევთ ამ ლამაზ საქმეში მონაწილეობის მისაღებად. არ დავივიწყოთ, რომ ყველას ჰყავს ადამიანი რომელიც გარდაცვლილია. ჩვენთვის რასაც არ ვთვლით კარგად ის არც ჩვენს ახლობლებს არ უნდა ვურჩიოთ, ამიტომ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. მომავალი თაობისთვის მაგალითის შექმნის იმედით ბევრი მსგავსი ღონისძიების ჩატარება იგეგმება“
- აღნიშნულია ინფორმაციაში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები