“სპორტი შენი საქმე არ არის”- სტერეოტიპებზე გამარჯვებული ნარმინა ბაირამოვა კვრივში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
16 წლის შულავრელი ნარმინ ბაირამოვა კრივის ტურნირში მოპოვებული წარამატების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ნარმინი 11 წლის იყო, როდესაც სპორტული ნიჭი აღმოაჩინა, მშობლებმა მხარი დაუჭირეს და გოგომ სხვადასხვა სპორტულ წრეებში სიარული აქტიურად დაიწყო. კრივის ჩემპიონატებზე წლების განმავლობაში ბევრი წარმატება აქვს მოპოვებული. ნარმინს ახლა უფრო დიდი მიზანი აქვს. ის მაშტაბური ევროპული ჩემპიონატისთვის ემზადება.

რა როლი ითამაშა სპორტმა პიროვნულ განვითარებაში, ნარმინმა ასე გვიპასუხა: ,,სპორტი ჩემი ცოხვრების განუყოფელი ნაწილია, ჩემს მომავალს ამ სფეროში ვხედავ და 18 წლის, რომ გავხდები უკვე დავიწყებ სპორტის მასწვალებლობას, რომლის საშუალებითაც შევძლებ სხვა გოგოების ინტერესის გაზრდას სპორტის სფეროში’’

ნარმინის სოფელში სპორტით ნაკლები ადამიანია დაკავებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი სპორტული ინვენტარის არარსებობაა. ნარმინი სავარჯიშოდ მარნეულში ჩასვლა კვიორაში ოთხჯერ უწევს. დიდი სურვილი აქვს, რომ საკუთარ თემში მსგავსი შესაძლებლობა სხვა გოგოებსაც მისცეს.

ნარმინი გვიყვება, რომ მშობლები ყოველთვის მხარს უჭერენ. როდესაც ჩემპიონატზე საქართველოს მაშტაბით გამარჯევბული გახდა, მშობლებმა უგულშემატკივრეს ახლა უფრო მეტად სჯერათ, რომ ნარმინი უფრო დიდ წარმატებებსაც მიაღწევს.

,,მშობლები ყოველთვის მხარს მიჭერენ სპორტის სფეროში განვითარებისთვის, თუმცა მქონია დაბრკოლებები სამეზობლოსა და სანათესაოს მხირად, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ გოგო ხარ და სპორტი შენი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, მსგავსს დამოკიდებულებებს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან სპორტი ძალიან მიყვარს და ჩემს მომავალსაც ამ სფეროში ვხედავ’’ - ამბობ ნარმინ ბაირამოვა

ნარმინი ფიქრობს, რომ ნაადრევი ქორწინება ყველაზე დიდი დაბრკოლებაა გოგონებისთვის, რომ განავითარონ უნარ-ჩვევები და იყვენენ გახსნილები.

ფიქრობს, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენეტია ადამიანის პიროვნულ განვითარებაში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები