30 აპრილს მარნეულის საკრებულო 10 საკითხს განიხილავს
30 აპრილს მარნულის საკრებულოს სხდომა გაიმართება. ინფორმაცია საკრებულოს ფეისბუქ გვედზე ვრცელდება. სხდომა მერიის შენობაში 12 :00 საათზე დაიწყება და დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს განიხილავენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის სხდომის

დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:

1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. კობა ჩხიტუნიძე, თეონა ფარჯიანი/
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის
2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენის შესახებ.
/მომხს. კობა ჩხიტუნიძე, თეონა ფარჯიანი/
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალურ დონეზე დანერგვის თაობაზე.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/
4. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საწვავისა და სასაუბრო ლიმიტების განსაზღვრის თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის N79 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის N07-322411420 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე/
6. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის N07-3224114152 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე/
7. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ. 83.04.14.121) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე/
8. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ. 83.06.12.187) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე/
9. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ. 83.06.12.341) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე/
10. სოციალური საკითხები.
/მომხს. ზურაბ ჭონიაშვილი/

გარეკანის ფოტო:მარნეულის საკრებულო

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები