მარნეულში მანქანის დაჯახების შედეგად გოგომ მსუბუქი დაზიანება მიიღო
დღეს, 24 მაისს, მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე გოგოს მანქანა დაეჯახა. ინფორმაცია თავდაპირველად interpres.ge-მ გაავრცელა.

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტთან
დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაზარალებულმა მსუბუქი სახის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google