აბრების გარეშე დარჩენილი ქუჩები მარნეულში
მარნეულში ძალიან ბევრ ქუჩას სახელწოდების აღმნიშვნელი აბრა არ აქვს. ცენტრალური ქუჩა რომ რუსთაველს ჰქვია ეს უმრავლესობამ იცის, თუმცა უმეტეს ქუჩას სახელი არ აწერია, რაც მოსახლეობაში რიგ პრობლემებს ქმნის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირად ყველაზე დიდი პრობლემა სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაშია, როცა პაციენტამდე მისვლას დიდი დრო სჭირდება.



„ქუჩებს სახელები უნდა ეწეროს. სასწრაფომაც ხომ უნდა იცოდეს რომელი ქუჩა სად მდებარეობს“

„მე ბოლნისიდან, სოფელი მანხუთიდან ვარ. ჩვენს სოფელში ყველგანაა წარწერა და სახლის ნომრებიც“

„უნდა ეწეროს სახელწოდება. იქნება ვინმე საზღვარგარეთიდან ჩამოდის ტურისტმა უნდა გაიგოს რომელი ქუჩაზე იმყოფება“

„მე თვითონ პენსიონერი ვარ და ხშირად მიწევს სასწრაფოს გამოძახება. მაგრამ ქუჩას ვერ პოულობენ და მანქანით მიდიან მოსაყვანად ჩემები. ეგ რაღა სასწრაფო გამოდის მაშინ.

„ქუჩის სახელი კი არა სახლებიც არაა დანომრილი. არ იცი სად რა მდებარობს“


აღსანიშნავია, რომ მარნეულში ქუჩების მოძებნა არც “ გუგლის რუკის“ აპლიკაციითაა შესაძლებელი. აქ ჩამოსულ ტურისტს დროის დაკარგვა და კითხვა-კითხვით სიარული მოუწევთ.

როგორც მარნეულის მერიაში განმარტავენ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი როდის ან როგორ მოგვარდება ქუჩებზე აბრების არ ქონის პრობლემა.

ამავე თემაზე:

მარნეულის ქუჩები Google-ის რუკაზე არ იძებნება

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები