მარნეულის მერის თანაშემწის ხელფასი გაიზარდა
დღეს, 11 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერის ერთ-ერთ თანაშემწეს აკიფ ალიევს ხელფასი 250 ლარით გაეზარდოს.

როგორც მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ რადიო „მარენულთან“ თქვა, აკიფ ალიევი პარალელურად სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა და მისი დღის წესრიგი უფრო მეტადაა დატვირთული, ვიდრე დანარჩენი ორი თანაშემწის.

„მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა შემოსული განცხადებების რაოდენობის, გადარიცხული თანხების და ასევე მონიტორინგის გათვალისწინებით. ამ ყველაფრის შეჯერებით ჩვენ წარვადგინეთ სახელფასო სარგოს მომატების საკითხი რაზეც, საბოლოო ჯამში, საკრებულო დაგვეთანხმა“ - გვითხრა ლაშა ლობჯანიძემ

მარნეულის მერს სულ 3 თანაშემწე ჰყავს. მათი შემოსავალი, თვეში, 1 750 ლარი იყო. აკიფ ალიევის შემოსავალი 2 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ორი თანაშემწის სახელფასო სარგო კვლავ 1 750 ლარი დარჩა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები