10 თვეა სოფელ ქუთლიარში ოჯახის ექიმის შერჩევა მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში ოჯახის ექიმი ისევ არ დანიშნულა. როგორც რადიო „მარნეულს“ დღეს, 10 დეკემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებს ცენტრში განუცხადეს, "განცხადებების მიღება აღნიშნულ პოზიციაზე გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით კვლავ არ შერჩეულა შესაბამისი კადრი".

ქუთლიარის ამბულატორიაში თითქმის ერთი წელია, რაც მოსახლეობას ოჯახის ექიმი არ ჰყავს. უექიმობამ სოფელში ბევრი პრობლემა შექმნა მითუმეტეს პანდემიის პერიოდში, როდესაც უბნის ექიმს ადამიანის ჯანმრთელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია.

ადგილობრივებმა არ იციან კლინიკაში წასასვლელად ცნობა ვისგან აიღონ. ამბობენ, რომ ხშირად გეგმიური აცრებიც იგვიანებს.

აღნიშნულ თემაზე რადიო „მარნეულა“ არაერთხელ მოამზადა მასალა, მათ შორის ბოლოს ოქტომბრის თვეში. მაშინ გვითხრეს, რომ ოჯახს ექიმი ქუთლიარში ნოემბრის თვეში დაინიშნებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაშტაბით 84 სოფელია, სადაც მხოლოდ 13 ამბულატორია ფუნქციონირებს, ოჯახის ექიმების რაოდენობა კი 42-ია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები