მარნეულის მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქცია 315 000 ლარი დაჯდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქციის ტენდერი მეშვიდე ცდაზე შედგა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ერთი წელია სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას უშედეგოდ ეძებდა. ექვსი ჩაშილილი ტენდერის მიხედვით, ორში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭეს, ხოლო ხუთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. ბოლო ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 17 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ შპს „ბილდკინგს“- მა მიიღო, რომელმაც მუნიციპალიტეტს მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქცია 315`000 ლარად შესთავაზა.

მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქციისათვის თავდაპირველად 261 327 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ახალ ტენდერში მუნიციპალიტეტმა თანხა გაზარდა და სართო ღირებულება 321`519 ლარს შეადგენდა.
პროექტით გათვალისწინებულია პირველ სართულზე მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესის გამარტივების მიზნით კანცელარიის ოთახის ფართის გაზრდა და შუალედური რგოლის სახით ფართის გამოყოფა. ასევე პირველ სართულზე პროექტით გათვალისწინებულია კორიდორის კედლების ლესვა-ღებვა და მასზე გამჭოლი კარების შეცვლა.

პირველი სართულის ოთახების ნაწილში გათვალისწინებულია სარემონტო სამუშაოები. მეორე სართულზე იგეგმება არსებული სან.კვანძის განახლება და არსებულ სამუშაო ოთახში ახალი სან.კვანძის მოწყობა. მესამე სართულზე გათვალისწინებულია კიბის უჯრედის კედლების შეფითხვა, ღებვა და სხვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები