ოფრეთის ადმინისტრაციულ ერთეულს რამდენიმე დღე წყალი არ მიეწოდებოდა - მერიამ სატუმბი სადგური დაჩქარებული წესით შეაკეთა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ოფრეთში არსებულ სასმელი წყლის სატუმბი სადგურის შესაკეთებლად გამარტივებული ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე ბორის ბეჭვაიასთან გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სოფელ ოფრეთში წყალმომარაგების სისტემის სატუმბი სადგური რამდენიმე დღის განმავლობაში გაფუჭებული იყო, რის გამოც ოფრეთის თემის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ მარნეულის მერისათვის მიწერილი მოხსენებითი ბარათის
მიხედვით, ვინაიდან ოფრეთის თემი მაღალმთიანია და მუნიციპალიტეტის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, მერიის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ ალტერნატიული ფორმით სასმელი წყლის მოსახლეობისათვის მიწოდებას. სწორედ ამიტომ, მერიამ სატუმბი სადგურის შეკეთება გადაუდებელი აუცილებლობით გადაწყვიტა.

მოგეხსენებათ, სოფელ ოფრეთში ფუნქციონირებს სოფლების - ოფრეთისა და ხოხმელის წყალმომარაგების სისტემის სატუმბი სადგური, რომელიც 10 წლის წინ შევიდა სრულფასოვან ექსპლუატაციაში, რაც სამი დღეა გამოვიდა მწყობრიდან/დაიწვა, რადგან სასმელი წყლის წყალსაქაჩი ტუმბო დაიწვა/გაფუჭდა, რისი შეკეთებაც ვცადეთ, თუმცა მიუხედავად ამისა შეუძლებელია მისი შეკეთება, რის გამოც ეს დღეებია მთლიანი ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი. ამას დამატებული ის ფაქტიც, რომ ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეული განეკუთვნება მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებას დიდი დაშორებით ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციული მუნიციპალური ცენტრიდან, რაზეც ფიზიკურად მუნიციპალური თვითმმართველობის საკუთარი ძალებითაც ფაქტობრივად შეუძლებელია სასმელი წყლის იქამდე მიტანა/მიწოდება, რისთვისაც შექმნილ ვითარებას ვაფასებთ, როგორც გადაუდებელ აუცილებლობად“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინდივიდუალურ მეწარმე ბორის ბეჭვიას ცენტრალური ტუმბოს შესყიდვასა და მონტაჟში 6 000 ლარი და 30 თეთრი გადაუხადა.

რადიო „მანრეულთან“ საუბრისას მარნეულის „სოფწყალის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სოფელ ოფრეთში სასმელი წყლის სადგური უკვე შეკეთებულია და მოსახლეობას წყალი ჩვეული გრაფიკით მიწეოდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები