"ყველა სახის ტრანსპორტზე ხვალიდან შეზღუდვა დაწესდება" - ზაურ დარგალი
„მარნეულში ყველა სახის ტრანსპორტზე, მათ შორის თბილისთან დამაკავშირებელზე, ხვალიდან შეზღუდვები იქნება“ - ეს განცხადება მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ სატრანსპორტო კომპანიების გაფრთხილება დაწყებული. კონკრეტულად რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი, ამ დეტალებს რადიო მარნეული არკვევს. თუმცა როგორც მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიგა ჯალაღონია გვეუბნება, სავარაუდოდ, 18 მარტიდან ყველა სახის ტრანსპორტის გადადილება შეწყდება.

კორონავირუსის გამო, მარნეულის მინივენების კომპანიამ უკვე მიიღო მგზავრთა გადაყვანის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ხვალიდან, 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება, თუმცა ტრანსპორტის სახედ დარჩება მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო.


თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები