ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე – მთავრობა ახალ დღესასწაულს დაჩქარებულად აწესებს
საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს, 4 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობა პარლამენტს დაჩქარებული წესით მიმართავს ახალი დღესასწაულის დასამტკიცებლად.

“დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატოვას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლათწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები