"ჩვენ გვინახავს მარნეულში უფრო მძიმე სურათი, თვითონ არჩევნების მიმდინარეობის დროს", - გივი თარგამაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ შეფასებით, მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე წარიმართა.



„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინახავს მარნეულში უფრო მძიმე სურათი, თვითონ არჩევნების მიმდინარეობის დროს. დღეს არ იყო ისეთი დაძაბულობა. ვერ შევადარებთ ზუგდიდს, თუმცა ზუგდიდი არ უნდა იყოს ქვეყანაში არჩევნების ჩატარების საზომი“, – განაცხადა გივი თარგამაძემ მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნების დასრულებისთანავე.



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთერთი ლიდერი ამბობს, რომ მარნეულში არჩევნებზე მთავარი პრობლემები აღმოსაფხვრელი რჩება.



„სამწუხაროდ, მთავარი პრობლემები დარჩა, რაც წინ უსწრებს საარჩევნო დღეს, ვთქვათ, უშუალოდ ფულის დარიგების გარდა, სიპებისა და აიპების წარმომადგენლების გამოყენების მუდმივი პრობლემაა, როდესაც პრაქტიკულად ადამიანების ჯიბიდან ამოღებული ფულით არაპოლიტიკური ფიგურები მმართველი ძალის გამარჯვებისთვის იღწვიან. არის, რა თქმა უნდა, დაშინებაც და შანტაჟიც, რაც თანაბარ პირობებს არ განაპირობებს“, - აღნიშნა გივი თარგამაძემ.



მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნებში მერობის 15 კანდიდატი მონაწილეობს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, 90-ვე საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა. არჩევნებში მონაწილეობა 99 717 ამომრჩევლიდან 35 714 მივიდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები