„ვერ შევეგუეთ იმას, რომ არსებობენ ქართველი აზერბაიჯანელები, ქართველი სომხები" - ზაურ ხალილოვი

დღეს, 7 ივნისს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ , თბილისში შეხვედრა გამართა თემაზე – „ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა/ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.
სადაც სიტყვით გამოვიდა  სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი ზაურ ხალილოვი. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობების ჩართულობაზე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„მე ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე, რომ 27 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მივაღწიეთ ელემენტარულს, წრეზე დავდივართ. ის რომ სტატისტიკა იზრდება, ზოგჯერ მცირდება, მაგრამ აქ ხარისხზე მიდის საუბარი. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართული ენა კარგად არ იციან და ა.შ,, , მაგრამ მარტო ქვემო ქართლიდან არის 3000 სტუდენტი და მილიონობით  პროექტები იყო და ეს არის არასამთავრობო და  საერთაშორისო ორგანიზაციების  დამსახურება  და არა სახელმწიფო პოლიტიკის მიზანმიმართული შედეგი, რომ დღეს აქტიური ახალგაზრდები გამოჩნდნენ ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში
“  - ზაურ ხალილოვი

ხალილოვი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების  დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ ყოველთვის ხდება ხოლმე უსაფრთხოების პრიზმიდან. მისი თქმით,  შეხვედრაზე  ასევე ისაუბრეს მოქალაქეები გაიგივების თემაზე, როდესაც საქართველოში მცხოვრებ  აზერბაიჯანელებს და სომხებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან აიგივებენ.

„ვერ შევეგუეთ იმას, რომ არსებობენ ქართველი აზერბაიჯანელები, ქართველი სომხები. თანაბარუფლებიანობაზე საუბრობდნენ ძირითადად ხელისუფლების და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა  ჩვენ ამას ვერ ვხედავთ ეთნიკური უმცირესობები და არა მარტო ჩვენ, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ და ეს დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. ჩვენ ამ ჩარჩოს ვერ გავცდით. . ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს, თორე ძალიან მარტივად შეიძლება ამ საკითხის გადაჭრა. თუნდაც ახალი კადრების მოზიდვით“ - ამბობს ზაურ ხალილოვი


ამავე თემაზე:

აქტუალური თემა - ოპოზიციის მარცხი დიდი სხვაობით- არჩევნები 2019
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები