მარნეულის მერი რუსთაველზე აქციის ძალის გამოყენებით დაშლაზე კომენტარს არ აკეთებს
მარნეულის მერი ზაურ დარგალი გუშინ, 20 ივნისს, რუსთაველის გამძირზე საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

საპროტესტო აქცია 20 ივნისს დაიწყო. რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსეთის დუმის დეპუტატმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. ზაურ დარგალმა ჩვენთან საუბრისას არც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ისურვა საუბარი.

პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები სამართალდამცავმა უწყებებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლების გამოყენებით დაშალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა. მათ შორის ორ მოქალაქეს თვალის ამოღება დასჭირდა. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

შსს-მ 21 ივნისის გამთენიისას ათეულებით ადამიანი დააკავა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები