404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/19/b7756cb2c13cf8c8fd32a7f27242f69c.jpg" not exists.

„არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ასკუპდებოდა და დასკუპდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე“ - თამაზ ნავერიანი გავრილოვის შესახებ
„ნამდვილად არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ასკუპდებოდა და დასკუოდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე“ - ეს განცხადება მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა რუსი დეპუტატის, გავრილოვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებისადმი მიმართვაზე გააკეთა.

რადიო „მარენული“ კვირაზე მეტია ნავერიანისაგან კომენტარის აღებას ცდილობდა რათა გაგვერკვია თუ რა დამოკიდებულება აქვს მაჟორიტარს რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტზე, 20 ივნისის აქციის დარბევასა და რუსთაველის გამზირე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.

როგორც მარნეულის მაჟორიტარმა ჩვენთან საუბრისას თქვა, ისევე როგორც ყველა დეპუტატისათვის, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა მისთვისაც მიუღებელი იყო.

„ვინც იყო ამ ღონისძიების ორგანიზატორი მან დატოვა პარლამენტის მანდატი და ასევე გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან კარგი ნაბიჯი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ“ - განაცხადა თამაზ ნავერიანმა

სერგეი გავრილოვის ქმედებას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციები 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაიწყო. დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს, 300 მეტი ადამიანი რეზინის ტყვიითა და გაზით ინტოქსიკაცით დაშავდა. ეგრედწოდებულ „გავრილოვის ღამეს“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მანდატზე უარის თქმა მოჰყვა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები