ეთნიკური უმცირესობათა 46% არ იცის სურს თუ არა ქვეყნის ნატოში გაწევრიანება
უმცმირესობების დასახლებაში გამოკითხულები თვლიან, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განცხადებული მიზანი გახდეს ევროკავშირის წევრი 56%-ისათვის მისაღებია, მათგან 26%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი როდესაც ეროვნული მასშტაბით გამოკითხვის შედეგად ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ 8%-მა არ იცის.



46%-მა უცმირესობების დასახლებებში არ იცის პასუხი კითხვაზე, მოწონთ თუ არა საქართველოს მთავრობის განცხადებული მიზანი გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. და გამოკითხულთა მხოლოდ 36%-მა დადებითად შეაფასა ნატოში გაწევრიანება. 

მომზადებული გრაფიკის მიხედვით ჩანს, რომ 2015 წლიდან 2019 წლის მონაცემებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უცმირესობების დასახლებაში ყველაზე მეტად უჭირთ.



უარყოფითად აფასებენ საბჭოთა კავშირის დაშლას უმცირესობების დასახლებაში გამოკითხულთა 58%. დადებით მოვლენად კი მოხლოდ 21 %. როდესაც გამოკითხვის ეროვნული მაჩვენებელით ამ მოვლენას 49% აფასებს დადებითად.




კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები