„ქართული ოცნება“ ემზადება 2020 წლის არჩევნების მოტყუებით მოგებისათვის“ - ახმედ იმამკულიევი
„მატყუარა ხელისუფლებამ, მატყუარა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა არა მარტო საპარლამენტო ოპოზიცია, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობა“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა რადიო „მარენულთან“ საუბრისას.

ახმედ იმამკულიევმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურდა, მაგრამ მმართველმა პარტიამ საქართველოში დემოკრატიული გზა შეაჩერა.

„ბიძინა ივანიშვნილი როგორც 2012 წელს მოტყუებით მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც უკვე შვიდი წელია ყველაფერს მოტყუებით აკეთებს, ისე ემზადება 2020 წლის არჩევნების მოტყუებით მოგებისათვის“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის თქმით, დღეს, 14 ნოემბერს, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭო შეიკრიბება და გადაწყვეტს თუ რა იქნება მათი შემდგომი ნაბიჯები.

შეგახსენებთ, რომ დრეს, 14 ნოემბერს, პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო. კანონპროექტის მომხრე 101 დეპუტატი იყო, კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები