ახმედ იმამკულიევისათვის 2019 წელს ყველაზე დასამახსოვრებადი „გავრილოვის ღამეა“
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატისა და „ევროპული საქართველოს“ წევრის ახმედ იმამკულიევისათვის 2019 წელს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტებიდან „გავრილოვის ღამეა“.

იმამკულიევი 20-21 ივნისის მოვლენებს დადებით და უარყოფით კონტექსტში იხსენებს. მისი თქმით, ყოვლად მიუღებელი და უარყოფითი მოვლენა იყო რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა და იმ მოსახლეობისათვის, ვინც ამ ფაქტს აპროტესტებდა, რეზინის ტყვიების სროლა და თვალების დათხრა.

„მეორე მხრივ ეს დღე მე კარგად მახსოვს, რადგან საზოგადოება იყო შეკრებილი საქართველოსათვის. მას შემდეგ რაც ხალხმა ტელევიზიით ნახა საქართველოს პარლამენტში მყოფი გავრილოვი ჩვენი მოქალაქეები აქტიურად შეიკრიბნენ. საქართველოს მოქალაქეებმა ამ დღეს ერთად შეძლეს შეკრება მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“ - ამბობს ახმედ იმამკულიევი

მარნეულის საკრებულოს წევრი უარყოფითად იხსენებს 2020 წლის მარნეულის ბიუჯეტის დამტკიცებას და ამბობს, რომ ეს ბიუჯეტი მარნეულელებზე გათვლილი არაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები