მარნეულის საკრებულოში 5 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად 99 განაცხადი შევიდა
დღეს, 10 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის გასაუბრებისა და ზეპირი დავალებების ეტაპი გაიმართა.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად კონკურსის პირველ ეტაპზე 99 განაცხადი შევიდა, მეორე ეტაპზე კი 59 განაცხადი გადავიდა.

ბერიძემ ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთი და იგივე პირს განაცხადი რამდენიმე ვაკანტურ პოზიციაზე ჰქონდა შეტანილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, მეოთხე რანგის მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის და გენდერული საკითხების განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, აპარატის იურდიული განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ეს ის ვაკანტური პოზიციებია, რომლების დასაკავებლადაც დღეს ზეპირი დავალებებისა და გასაუბრებების ეტაპი გაიმართა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები