„ამ ადამიანების განცხადებები მათი გაუნათლებლობიდან გამომდინარეობს“ - რუსლან ჰაჯიევი აბაშიძის განცხადებაზე

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ფეისბუქზე კომენტარი დაწერა, სადაც ამბობს, რომ მარნეულელები „უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!".

მომდევნო კომენტარებში აბაშიძე წერს, რომ მარნეულელები არ ემორჩილებიან სახელმწიფო კანონებს, არიან კორონავირუსის პოტენციურად გამავრცელებლები და სწორედ ამიტომ ისინი ერთ სივრცეში უნდა გამოკეტონ.

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებას გამოეგმაურა. ამბობს, რომ მისთვის ზაზა აბაშიძის განცხადება მიუღებელია.

„საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სულ ამბობენ, რომ ქვეყანაში ქსენოფობია დაუშვებელია. უბრალოდ, ბოლო დროს ზოგ-ზოგიერთი მცდარი აზრის მქონე, ნაციონალისტები, სოციალურ ქსელში მცდარ აზრებს ავრცელებენ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების განცხადებები მათი გაუნათლებლობიდან გამომდინარეობს და ჩვენ ამას ვგმობთ“ - განაცხადა რუსლან ჰაჯიევმა

მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან სახელმწიფო ორგანოებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ ყველამ თავი შეიკავოს ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებისაგან.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

რადიო "მარნეული"


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები