თვითმმართველობის არჩევნების გენდერული კვოტის პირველი ნაბიჯები
თოზუ გულმამედოვა კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში პირველი ქალია, რომელმაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ის პარტია „საქართველოსთვის“ იორმუღანლოს საკრებულოს წებრობის კანდიდატია. თოზუ ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი საკრებულოში თემის პრობლემებზე საუბარია. პრობლემებზე, რომლებზეც ჯერ არავის უსაუბრია.

„აქ, პირველი ჟურნალისტიც მე ვიყავი, პიირველი აქტივისტიც მე ვიყავი და მგონია რომ ამ კუთხითაც ვიღაც უნდა იყოს პირველი, რომ გზა გაიხსნას სხვა გოგოებისთვისაც. ისეთია მიდგომა, რომ ვითმ ჩვენ აქ არ ვართ. ყველაფერი ისე ნაწილდება, გადაწყვეტილებებს ზოგადად ისე იღებენ, რომ მე არასდროს მქონია განცდა, რომ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი მე მიცნობს. ჩვენ სხვანაირები ვართ, ეს უნდა ვაღიაროთ, ზოგადი მიდგომით ეფექტური მუშაობა ვერ იქნება“

კიდევ ერთი ქალი, რომელიც პირველად იყრის კენჭს, მარნეულელი ნინო რობაქიძეა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია პოლიტიკაშია, პირველად გადაწყვიტა კენჭის ყრა. ის „ევროპული საქართველოდან“ წერეთელი-თამარისის მაჟორიტარობის კანდიდატია. ნინო ამბობს, რომ მიზი მიზანი მარნეულში ნეპოტიზმის და უსამართლობის დასრულებაა.

„ქალს შეუძლია იმდენი რაღაცის გაკეთება, რამდენადაც შეუძლებელია მამაკაცისთვის. სულ ვაპროტესტებ იმას, რომ არ უნდა იყოს ერთეულებისთვის სამსახური. იმიტომ, რმ ჩვენ, მარნეულში გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა, ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს. ჩვენ არ ვართ გამოსაყენებელი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოიყენო და მერე გადააგდო“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ რაღაც 3 დღე დარჩა. მარნეულში დარეგისტრირებული 10 პარტიიდან, ქალებს 38% წარმოადგენს.

ვრცლად:


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები