"ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა და ბლეფი" - დარგალი სააკაშვილის სავარაუდო ჩამოსვლაზე
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სავარუდო ფაქტს ეხმაურება. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, გავრცელებული ინფორმაცია „ბლეფია“.
„ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა და ბლეფი. ცდილობს მოტივირებული რეალობა შექმნას, თითქოს უკვე საქართველოშია. არ ვიცი, თუ ვინმეს სჯერა, სამწუხაროა“
- ამბობს ზაურ დარგალი



მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბრს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოშია.

„დილა მშვიდობის საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ,“ – წერია მის ფეისბუკ პოსტსში.

მოგვიანებით კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები