მარნეულში, N2 საარჩევნო უბანზე , მოქალაქემ ვადაგასული მართვის მოწმობით ხმა მისცა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანტიტი ნარგიზ ალიევა აცხადებს,რომ მარნეულის ნომერ 2-ე საარჩევნო უბანზე, დარღვევა მოხდა. ალიევამ რადიო მარნეულს აცნობა,რომ აღნიშნულ უბანზე დარღვევის თავიდან ასაცილებლად აქტის დაწერა უნდოდათ,მაგრამ მათ ხელი შეუშალეს. ალიევას თქმით, დარღვევები მეორე უბნის გარდა, სხვაგანაც დააფიქსირეს.

"გასაჩივრებისთვის აქტის ფორმას არ გვაძლევენ,არანაირ ახსნას არ აკეთებენ, მოქალაქეს ხმის მიცემა უნდოდა,ვადაგასული პასპორტით,ჩვენებმა რეაგირება მოახდინეს,მერე წასულა და ისევ ვადაგასული მართვის მოწმობით მოვიდა, მართვის მოწმობით კი ხმის მიცემა არ შეიძლება, ამის ვიდეო მასალაც არსებობს, დარღვევები, კარუსელები ბევრია. მანქანებით მოყავთ ხალხი,გაყალბება ბევრია და ჩვენი წარმომადგენლები ამ ყველაფერზე,რომ რეაგირებენ მათ ემუქრებიან,ეუბნებიან,რომ უბანს დაატოვებინებენ"- ამბობს ნარგიზ ალიევა.

დღეს 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. მარნეულში 90 საარჩევნო უბანია გახსნილი




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები