ინციდენტი 66-ე საარჩევნო უბანზე,დაკავებულია ორი პიროვნება
მარნეულის 66-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის დროს ორი პირი: ჯაბა ქამამდაძე, რომელიც არის სამოქალაქო აქტივისტი და კახა კვეკვესკირი რომლელიც ენმ-ს წევრია ცოტახნისწინ პოლიციამ დააკავა, როგორც ენმ-ს მარნეულის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მუმლაძე აცხადებს, მათ პოლიციის თანდასწრებით შეურაცყოფა მიაყენეს.

,, მქონდა ინფორმაცია ,რომ 66-ე უბანზე ადგილი ქონდა დარღვევებს, კარუსელს,ჩვნ მივედით რეაგირებისთვის,მოგვადგა, პოლიციელების დაახლოებით ათი მანქანა,რომლებიც დაგვსდევს მთელიდღის განმავლობაში, ენმ-ს წევრებს და ,,მოძრაობა საქართველოსთვის’’ წევრებს,
მოგვიწყვეს პროვოკაცია, მოვიდა სამი ადამიანი და მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხოფა და ეს ხდებოდა პოლიციის უფროსის თანდასწრებით და ამის მერე თითქოს ჩვენ ვიყავით დამნაშავეები, ჩვენი ორი წევრი დააკავეს, ეს არის უბინძურესი პროვოკაცია რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ზაურ დარგალმა, რომ მე თითქოს აქ ვაწყობ რაღაცა პროვოკაციებს.“
ამბობსს მუმლაძე

ენმ-ს მარნეულის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი მუმლაძის თქმით ორივე დაკავებული ამ დროისთვის,ჯერ კიდევ,პოლიციის შენობაში რჩება

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები