სააკაშვილი კვლევებისთვის “ვივამედიდან” დროებით სხვა კლინიკაში გადაიყვანეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედიდან” კვლევების ჩასატარებლად სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი “ვივამედში” დაბრუნდა. ამის შესახებ ტელეკომპანია მთავარ არხთან “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

“კვლევაზე გვყავდა გადაყვანილი და დასრულებულია კვლევა და ადგილზეა პაციენტი… ჩაუტარდა შესაბამისი MRI კვლევა, რაც იყო რეკომენდებული ჩვენი კონსულტანტების მიერ”, – განაცხადა ჩხაიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა სახის კვლევა ჩაუტარდა სააკაშვილს და უკავშირდებოდა
თუ არა ის ტუბერკულოზს, ჩხაიძემ უპასუხა, რომ კვლევა “არამხოლოდ” ტუბერკულოზთან დაკავშირებით ჩატარდა. ამასთან, მისი თქმით, კლინიკა ვივამედში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის შესაბამისი კვლევების ჩატარება “ტექნიკური მიზეზების გამო დღეს ვერ ხერხდებოდა”.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123