ზოგჯერ, ზახაროვას სურვილები და "ქართული ოცნების" დამოკიდებულება კვეთს ერთმანეთს - არმაზ ახვლედიანი
ზოგჯერ ხდება, რომ ზახაროვას სურვილები და "ქართული ოცნების" დამოკიდებულება კვეთს ერთმანეთს, ეს არის საქართველოს ტრაგედია - ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" ორჯერ მაინც დაფიქრდებიან, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი მარია ზახაროვას განცხადებას, რომ რუსეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა აფხაზეთის გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.

ახვლედიანი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არა ქართველი ხალხის, არამედ ვიწროპარტიული და ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, ამიტომ ვერაფერს გამორიცხავს.

"ზახაროვა ყოველთვის გვეუბნება იმას, რაც სურს კრემლს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ ამბობს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და ვიწროპარტიული და ივანიშვილების ინტერესებით მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში, ზოგჯერ ხდება, რომ ზახაროვას სურვილები და "ქართული ოცნების" დამოკიდებულება სადღაც კვეთს კიდეც ერთმანეთს, ეს არის საქართველოს ტრაგედია. სულ არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც გადაიკვეთოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მგრძნობიარე, განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ალბათ, ორჯერ მაინც დაფიქრდებიან, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ," - განაცხადა ახვლედიანმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები