ღარიბაშვილი 10 რეგიონში ჩასვლას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის

რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.ღარიბაშვილის თქმით, მარტიდან 100 დღის განმავლობაში გეგმავს 10 რეგიონში ჩასვლას.
„მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


შეხვედრების მთავარი მიზანი, მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მომზადებაა. ღარიბაშვილის თქმით, „ოცნების“ მიზანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რისთვისაც პარტიის აქტივის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.


Print ელ. ფოსტა
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით მარტიდან 100 დღის განმავლობაში გეგმავს 10 რეგიონში ჩასვლას. „მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს მისი თქმით მოსახლეობას რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს“ რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს რისთვისაც პარტიის აქტივის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. ჩვენს აქტივს წინასაარჩევნოდ მომზადებაა. ღარიბაშვილის თქმით — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრების მთავარი მიზანი „ოცნების“ მიზანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები