ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია - ზურაბიშვილი
„ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხი გახლავთ. ეს არ არის პროცედურული საკითხი, ეს არ არის იმაზე, ჩვენ მოგვწონს, თუ არ მოგვწონს. არჩევანი არ გვაქვს“,- ამის შესახებ ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ შევხედავთ გლობალურ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი არამხოლოდ იპყრობს ქვეყნებს, ემუქრება ჩვენს ქვეყნებს კიბერთავდასხმით, ჰიბრიდული ომით, არამედ კოსმოსურ ომში სურს ჩართვა, რომელიც ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციას და ლოჯისტიკას დაემუქრება.

ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს კრეატიულობის ბიძგი, რომელიც მოგვცემს საშუალებას მოვაგვაროთ ეს საკითხები და ჩვენ შეგვიძლია, დავაჩქაროთ რეფორმები [საქართველოში], მაგრამ არაფერი არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად არ გაგვაჩნია სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად – გაერთიანებულები, უფრო დემოკრატიულები და დავუპირისპირდეთ ავტოკრატიის ალიანსს, ტერორიზმს, კიბერთავდასხმებს – ყველა საფრთხეს, რომელიც ერთი მიმართულებიდან მომდინარეობს”,
– თქვა ზურაბიშვილმა. [„ფორმულას“ თარგმანი]

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და დღეს დამთავრდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები