გადავწყვიტეთ მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ - დანიის პრემიერი
დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს. ამის შესახებ ფრედერიკსენმა მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.

„მაგრამ უკრაინა ჩვენგან საბრძოლო მასალას და არტილერიას ახლა ითხოვს. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ამიტომ, მაპატიეთ, მეგობრებო, ევროპაში არის სამხედრო ტექნიკა, ეს არ არის მხოლოდ წარმოების საკითხი. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერ არ ვიყენებთ, ისინი უნდა გადავცეთ უკრაინას“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და 18 თებერვალს დამთავრდა.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები