ჯოზეფ ბორელი - საქართველოს ახალი პრემიერის მიმართ მთავარი გზავნილი იქნება მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე
ხვალ შევხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯოზებ ბორელმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ხვალინდელ შეხვედრაზე.

„ხვალ შევხვდებით თქვენს პრემიერ მინისტრს. მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე. ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი მომენტი საქართველოსთვის“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები