"ჩვენს ფუნქციებში არ შედის" – კრემლის პასუხი ნავალნის ოჯახს ცხედრის გადაცემის მოთხოვნაზე
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნათესავებისთვის ალექსეი ნავალნის ცხედრის გადაცემა მათ კომპეტენციაში არ შედის.

"არა, ეს კითხვა ჩვენ არ გვეხება. ჩვენ ამ საქმით არ ვართ დაკავებული. ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციებში არ შედის". – თქვა პესკოვმა Интерфакс-ის ცნობით.

პესკოვი ირწმუნება, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებებს იძიებენ და ტარდება ყველა "აუცილებელი ქმედება".

"თუმცა ამ გამოძიების შედეგი არ გამოქვეყნებულა და შესაბამისად უცნობია". – თქვა პესკოვმა.

ამას გარდა, პესკოვმა უარი თქვა ეთქვა, რა რეაქცია ჰქონდა ვლადიმირ პუტინს, როცა ნავალნის სიკვდილის შესახებ გაიგო.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ამ დრომდე უცნობია სად არის მისი ცხედარი.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები