შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე ლევან ხარაბაძე დაინიშნა
შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე ლევან ხარაბაძე დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ხარაბაძეს დღეს, 20 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

"ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას; აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება." - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა 7 მარტს დატოვა.

მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად 2022 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. იქამდე ის იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები