სამთავრობო მედიის კვლევა: ოცნებას 60.4% მისცემდა ხმას, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელს - 12.6%
სამთავრობო მედია იმედის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას 60.4% მისცემდა ხმას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებლის გამარჯვების პლატფორმას - 12.6%. ლელოს 4.7%, ევროპულ საქართველოს 4.5%, გიორგი გახარიას პარტიას კი - 3.7%.

გორბის ჩატარებული კვლევის მიხედვით, გირჩი-მეტი თავისუფლება/დროას ერთობას გამოკითხულთა 3% მისცემდა ხმას, პარტია ახალს 1.6%, გირჩს კი - 1.4%. TV იმედი აღნიშნავს, რომ ახალი კითხვარში არ იყო, რადგან პარტია ოფიციალურად საველე სამუშაოებისას დაფუძნდა და მონაცემი რესპონდენტების სპონტანურ პასუხებს ეფუძნება.

საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა გორბმა გამოკითხვა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით 11-18 მარტის პერიოდში ჩაატარა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა ჯამში 1 711 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი +-3%-ია.

წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები